ხვალ მეგზევის დღეა

ხვალ მეგზევის დღეა

ხვალ ქართველი მეგზევეები პროფესიულ დღესასწაულს – მეგზევის დღეს აღნიშნავენ.

 

მეგზევეებს პროფესიულ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და საავტომობილო  გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი მიულოცავენ.  

 

მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდება. 

 

საგზაო დარგში მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის  ვეტერანი და წარმატებული მეგზევეები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან.

 

ამასთან, საქართველოს მეგზევეთა საზოგადოება გიორგი რობიტაშვილის სახელობის პრემიას დააწესებს, რომელსაც მომავალი წლიდან საუკეთესო მეგზევეები, საგზაო ფაკულტეტების სტუდენტები და მეცნიერები მიიღებენ.

 

შეხვედრის მონაწილეებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი 2013 წლის გეგმებსა და საგზაო დარგის განვითარებისათვის დაგეგმილ სიახლეებს გააცნობს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: