ჭანტურიას ავანტიურა და ქუჩაში გასაშვებად განწირული 500 თანამშრომელი

ჭანტურიას ავანტიურა და ქუჩაში გასაშვებად განწირული 500 თანამშრომელი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა 2013 წლიდან თანამშრომელთა მასობრივ შემცირებას აპირებს.


ამის შესახებ "ივერიონს" სანდო წყარომ აცნობა, რომელიც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გიორგი ჭანტურია, სამსახურიდან დაახლოებით, 500 ადამიანის გაშვებას გეგმავს.


შემცირება შეეხება როგორც შემოქმედებით კონტინგენტს, ასევე ტექნიკურ პერსონალს. გარდა ამისა, ვისაც შემცირება არ შეეხება და არხზე დარჩება სამუშაოდ, მას, სავარაუდოდ, ხელფასი 20 პროცენტით შეუმცირდებათ.


წყაროს თქმით, გიორგი ჭანტურიამ ეს გადაწყვეტილება ტელევიზიის ბიუჯეტის შემცირების მიზნით მიიღო, რათა 2013  წლიდან 20 მილიონიანი სახელმწიფო დავალიანების გასტუმრება დაიწყოს. აღნიშნული დავალიანება საზოგადოებრივ მაუწყებელს თამარ კინწურაშვილის, ლევან ყუბანეიშვილისა და გიორგი ჭანტურიას ხელმძღვანელობის პერიოდში დაუგროვდა.


დღეისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე 1250 ადამიანია დასაქმებული.


ვალერი ვახანია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: