ირმა ჭკადუა: გამოძიება სვანეთში მიდის

ირმა ჭკადუა: გამოძიება სვანეთში მიდის

აფრასიძეების ოჯახის ადვოკატის მალხაზ ჯანგირაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში აფრასიძეების საქმის გამოძიება დაწყებულია.


როგორც მან მთავარ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას სურს, დოდო აფციაურისგან 2004 წლის 24 მარტის ე.წ. სპეოპერაციის საკითხზე ჩვენება მიიღოს.
ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ ჯერ კიდევ 2009 წლის მიმართეს, თუმცა განცხადების საფუძველზე არავითარი რეაგირება არ მომხდარა.


"ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ახალ მთავარ პროკურორს  კვლავ მივმართეთ, როგორც ვიცით, რეაგირება უკვე მოხდა და გამოძიება დაწყებულია", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.


მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით უამრავი დეტალი არსებობს, თუმცა, ვისთვის იქნება ახალი და ვისთვის ძველი, ამას გამოძიება აჩვენებს.


ამასთან, აფრასიძეების ოჯახის მეორე ადვოკატი ირმა ჭკადუას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმე განახლდა და აფრასიძეების მიმართ სამართლიანობის აღდგენა დაიწყო. მისი თქმით, აღნიშნული საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გადაგზავნილი და გადაწყვეტილებას ელოდებიან.


"2004 წელს ე.წ. სპეცოპერაციის თუ ომის დროს, როცა სახელმწიფო ამ ოჯახს თავს დაესხა, დოდო აფრასიძის საკუთრება: ოჯახი, სახლი და ყველანაირი ქონება განადგურდა. ამავე დროს, გარდაიცვალა მისი მეუღლე და შვილი", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.


მისი თქმით, ოპერაციას პრაქტიკულად, აფრასიძეების რძალიც შეეწირა, რომელიც 4 მცირეწლოვანი ბავშვით, ქუჩაში დარჩა.


ადვოკატის ინფორმაცით, ხვალ გამომძიებელი აფრასიძეებთან შედის. კერძოდ, იგეგემება შმაგი და გოჩა აფრასიძეების დაკითხვა. მისივე თქმით, გამოძიება სვანეთში მიდის, სადაც შემთხვევის ადგილს დაათვალიერებს.


მთავარ პროკურატურაში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აფრასიძეების ოჯახის წევრი დოდო აფრასიძეა დაბარებული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: