თამარ ჩუგოშვილი: ახალი კანონპროექტი სასამართლოს დამოუკიდებლობას გაზრდის

თამარ ჩუგოშვილი: ახალი კანონპროექტი სასამართლოს დამოუკიდებლობას გაზრდის

"კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინიტროს მიერაა წარმოდგენილი, შემუშავებულია სწორედ ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ამიტომ განსაკუთრებული შენიშვნა ამ კანონპროექტთან არ გვაქვს", - ამის შესახებ "ივერიონთან" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, არის წვრილმანი საკითხები, რომლის გათვალისწინებაც შეიძლება, მაგრამ არსებითად ეს პროექტი გამართული და მეტიც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

მიგვაჩნია, რომ ამ  კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები გაზრდის სასამართლოს დამოუკიდებლობას. მაგალითად, სასამართლოს წარმომადგენლებს რატომღაც არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ აუდიო-ვიდეო ჩანაწერების დაშვება სასამათლო პროცესზე, რასაც ნამდვილად ვერ გავიზიარებ, პირიქით, სასამართლო სხდომა უნდა იყოს ყველაზე საჯარო სივრცე", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში თამარ ჩუგოშვილომა.

 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებულმა რეგულაციებმა, უკმაყოფილება გამოიწვია სასამართლო ხელისუფლებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: