"სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი" დაფუძნდა

"სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი" დაფუძნდა

 

 

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერა" შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გამოვიდა.

 

პროექტის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია  სასწავლო ცენტრის დირექტორმა  ნატო გუგავამ წარადგინა.

 

პროექტის შემაჯამებელ კონფერენციას სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

 

პროექტი 2010 წელს 225 000 ევროს ოდენობით დაფინანსდა და 4 მიმართულებით -ტრენინგები, სასწავლო ტურები, საგამომცემლო საქმიანობა და ელექტრონული პროგრამების შემუშავება, სასწავლო ცენტრის მხარდაჭერას ითვალისწინებდა.

 

პროექტის ფარგლებში, ორი წლის მანძილზე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. ასევე, მოეწყო სასწავლო ტურები, გამოიცა სახელმძღვანელოები და სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე "სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი" დაფუძნდა. 

 

კონფერენციის ბოლოს, კვლევითი ცენტრის დაფუძნების საორგანიზაციო დოკუმენტებს  მოეწერა ხელი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: