ნოდარ ხადური: თვითმმართველობის ბიუჯეტი ხელოვნურად იყო გაზრდილი

ნოდარ ხადური: თვითმმართველობის ბიუჯეტი ხელოვნურად იყო გაზრდილი

წინა ცენტრალური ხელისფლების მსგავსად თვითმმართველობებმაც გადახარჯეს ბიუჯეტი. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, თვითმართველობის ბიუჯეტში შემოსავლები და ხარჯები ხელოვნურად იყო გაზრდილი.

 

"თვითმმართველობამ, ისევე როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადახარჯა ბიუჯეტი. ეს ეხება თელავს, წალენჯიხას, ასპინძას და ფოთს. მათ შემოსავლები ხელოვნურად ჰქონდათ გაზრდილი, ამიტომ ბიჯეტში დეფიციტი მიიღეს. იმისთვის, რომ ამ რაიონებში საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვება და მასწავლებლების ხელფასებით უზრუნველყოფა მოხდეს, თანხებს ბიუჯეტიდან გამოვყოფთ", _ განაცხადა ხადურმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: