დავით საყვარელიძე ხვალ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

დავით საყვარელიძე ხვალ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე ხვალ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის პარლამენტის წევრია, რომელსაც თავისი ფუნქციები აქვს.

 

მისი თქმით, არის საკომიტეტო სხდომები, რომლებიც პარლამენტის წევრისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსურ პოლიციაში ნოდარ ხადურისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაკითხვებზე სიარული. 

 

"ამის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანიების მიმართ პატივისცემით, მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვას, რაც საზოგადოებას დააინტერესებს, პასუხი ღიად გავცე. ხვალ მე მისვლას არ ვაპირებ, რადგან ფიზიკურად ქუთაისში ვიქნები", - განაცხადა საყვარელიძემ.

 

ამასთან, საყვარელიძე მოითხოვს, ნებისმიერი შეკითხვა საჯაროდ, პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე  გაუგზავნონ, რომელზეც პასუხის გაცემა არ ერიდება.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით საყვარელიძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადება დღეს გაავრცელა. 

 

დავით საყვარელიძე დაკითხვაზე ხვალ, 12:00 საათისვისაა დაბარებული.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: