თეა წულუკიანი: საქართველოში მყარი მტკიცებულებების გარეშე აღარავის დააპატიმრებენ

თეა წულუკიანი: საქართველოში მყარი მტკიცებულებების გარეშე აღარავის დააპატიმრებენ

საფრანგეთში ვიზიტისას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წამყვანი ფრანგული გამოცემებისა და ტელეარხების ჟურნალისტებს შეხვდა.

იუსტუციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სხვადასხვა მედიასაშუალების საერთაშორისო მიმომხილველებს ესაუბრა.

მინისტრისა და ფრანგული მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი პირველი ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

მინისტრმა ფრანგ ჟურნალისტებს ის რეფორმები გააცნო, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისთვის გაატარებს.

თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრების კურსს ინარჩუნებს.

ამასთან, მინისტრი ბოლო დროს განხორციელებულ დაკავებების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში არც ერთ ადამიანს არასდროს დააკავებენ, თუკი სამართალდამცველებს მისი დაკავებისთვის საჭირო მყარი მტკიცებულებები არ ექნებათ.

იუსტიციის მინისტრი პარიზში კორუფციასთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერეციას დაესწრო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: