„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გრძელდება

„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გრძელდება

კინოსტუდია „დისნეი“ტიმ ბერტონის ფილმის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გაგრძელების გადაღებას აპირებს. ინფორმაციას Variety ავრცელებს.


ფილმის მეორე ნაწილის სცენარს ლინდა ბულვერტონი დაწერს. მისი ნამუშევრებია, „მზეთუნახავი და ურჩხული“ და „მეფე ლომი“. გარდა ამისა, ბულვერტონი დისნეის ერთ-ერთი ფილმის „მალეფისენტას“ შექმნაშიც მიიღებს მონაწილეობას. კინოსურათში მძინარე მზეთუნახავის როლს ანჯელინა ჯოლი შეასრულებს.


 „ალისას“ მეორე ნაწილის სიუჟეტის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. ინფორმაცია არ ვრცელდება ასევე, თუ ვინ იქნება ფილმის რეჟისორი და მიიღებს თუ არა მონაწილეობას კინოსურათში ჯონი დეპი. ფილმის პირველ ნაწილში დეპი შეშლილი ქუდოსანის როლს თამაშობდა. რაც შეეხება, ფილმის მთავარ გმირს ალისას, მის როლს  მია ვასიკოვსკა ასრულებდა. ჯერჯერობით, უცნობია,  ითამაშებს თუ არა კინოსურათის  მეორე ნაწილში ვასიკოვსკა.


ბერტონის ფილმი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ეკრანებზე 2010 წლის მარტში  გამოვიდა. კინოსურათმა ფილმის შემქმნელებს მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა. ბერტონის „ალისამ“  ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმთა სიაში  მეთორმეტე ადგილი დაიკავა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: