ჯორჯ ბუში პაპა გახდება

ჯორჯ ბუში პაპა გახდება

ამერიკის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში 66 წლის ასაკში პაპა გახდება. Today.com-ის ინფორმაციით, ჯენა ბუში და მისი მეუღლე ჰენრი ხეიგერი შვილს  2013  წლისთვის ელოდებიან. ამის შესახებ თავად ჯენა ბუშმა ტელეშოუში სტუმრობისას განაცხადა.


ტელეწამყვანებმა ექსპრეზიდენტის შვილის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია ჯორჯ ბუშსა და მის მეუღლეს ტელეფონით შეატყობინეს. მათ აინტერესებდათ, თუ რა რეაქცია ექნებოდათ ბუშებს ამ ამბის გაგების შემდეგ. ამერიკის ექსპრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ აღფრთოვანება ვერ დამალეს და განაცხადეს, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან და ულოცავენ თავის ქალიშვილსა და მის მეუღლეს მომავალი შვილის დაბადებას.


2008 წლის მაისში ჯენა ბუში ვირჯინიის უნივერსიტეტის ასპირანტს ჰენრი ჩეიზა ხეიგერს გაჰყვა ცოლად. მან გათხოვებიდან მალევე განაცხადა, რომ შვილების გაჩენას რამდენიმე წლის შემდეგ გეგმავდა. ჯორჯ ბუშმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი, პაპა გამხდარიყო.


ჯორჯ ბუშსა და მის მეუღლეს ლორის ორი ტყუპი ქალიშვილი ჰყავთ - ჯენა და ბარბარა. რაც შეეხება ბარბარას, ის  ჯერჯერობით კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: