დუშეთში "Combi Map"-ის სუვენირების საწარმო გაიხსნება

დუშეთში  "Combi Map"-ის  სუვენირების საწარმო გაიხსნება

დღეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰეიკინი და საქართველოს მთავრობის  წარმომადგენელები დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირში "Combi Map"-ის სუვენირების საწარმოს გახსნიან.


ღონისძიებას USAID მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰეიკინი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაია სიდამონიძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ნუნუ მღებრიშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.


დღესვე  აღნიშნული ოფიციალური პირები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში მულტიმინერალური საკვები ბლოკების გადაცემას დაესწრებიან. სოფელი ბულაჩაური  დუშეთისა და თიანეთის იმ ექვსი თემიდან ერთ-ერთია, რომლებიც 2012 წლის ივლისის სეტყვამ მძიმედ დააზარალა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: