მაშველებმა ნაგვის მილიდან ნახევრადშიშველი გოგონა ამოიყვანეს

მაშველებმა ნაგვის მილიდან ნახევრადშიშველი გოგონა ამოიყვანეს

მაგნიტოგორსკში მაშველებმა ნაგვის მილიდან ნახევრადშიშველი გოგონა ამოიყვანეს. საქმე იმაშია, რომ 20 წლის გოგონამ ნაგავს  შემთხვევით კოსმეტიკა გადააყოლა, ხოლო მის დასაბრუნებლად ბინიდან მაისურის ამარა გავიდა.


ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.


გოგონამ  ნაგვის მილში  კოსმეტიკის ძებნისას, თავი ვეღარ შეიკავა და ნაგვის გორაში ჩავარდა.


მეზობლებმა ხმაურზე მაშველებს გამოუძახეს.


გოგონამ იმის ნაცვლად, რომ გადარჩენის შემდეგ სახლში წასულიყო, ისევ კოსმეტიკის ძებნა გააგრძელა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა მას დაზიანებები ვერ აღმოუჩინეს. გოგონა მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდა, რაც დაკარგული კოსმეტიკა სრულად იპოვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: