744 პრობაციონერზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა

744 პრობაციონერზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა

სამინისტროს პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხთა განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 2012 წლის დეკემბერში 744 პრობაციონერზე, მათ შორის 378-ქალისა და 34-არასრულწლოვანის პრობაციის ბიუროებიდან შემოსული  შუამდგომლობები დააკმაყოფილა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადების თანახმად, კომისიამ უპირატესობა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, არასრულწლოვან, მდედრობითი სქესის, დევნილ, ხანდაზმულ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირობით მსჯავრდებულებს მიანიჭა, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისა, რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი და რისკების  შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.

განცხადების თანახმად, მიმდინარე თვეში კომისიამ ასევე  „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის მოთხოვნები განიხილა. მათი განხილვისას, პრიორიტეტი მიენიჭა მსჯავრდებულებს, რომელთა უფლებების ჩამორთმევის დღიდან  არანაკლებ ერთი წელია გასული, ასევე წარსულში ნასამართლეობის არმქონე პირებს.

აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომისიამ ჩამორთმეული უფლების აღდგენის 15 განაცხადზე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.

კომისიის გადაწყვეტილებები 2 კვირის ვადაში  ადრესატებს გადაეგზავნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: