ირაკლი ალასანია: ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ხელფასი გაეზრდებათ

ირაკლი ალასანია: ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ხელფასი გაეზრდებათ

მომავალი წლიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები გაუმჯობესდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ქართველ სამხედროებს ახალი სადაზღვევო პაკეტი ექნებათ.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით, მომავალი წლიდან ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასი გაეზრდებათ.

„ეს მხოლოდ დასაწყისია იმისთვის, რომ რეალურად სამხედრო მოსამსახურეებს როგორც სოციალური, ასევე საყოფაცხოვრებო პირობები  შევუქმნათ. რაც მთავარია, მათ უნდა ჰქონდეთ ისეთი ტექნიკა და შეიარაღება, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლონ“, - განაცხადა ალასანიამ.

დღესვე, თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ვაზიანის ბაზის ტერიტორია დაათვალიერა და საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: