სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, 2012 წლის 10 დეკემბერს,  საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.


დააკავბულმა მიმდინარე წლის 23 ნოემბერს დანისა და ცცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 1967 წელს დაბადებული ანტონ (ავთანდილ) ალექსანდრეს ძე ადუაშვილი სიცოცხლეს გამოასალმა.  აღნიშნული მკვლელობის დაფარვისათვის, ასევე დაკავებულია ორი პიროვნება. დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.


საქმეზე გამოძიებას საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: