ქედაში მეწყერი ჩამოწვა

ქედაში მეწყერი ჩამოწვა

გუშინ, გვიან ღამით,  ქედის რაიონში მეწყერი ჩამოწვა. ამის ერთ-ერთი მიზეზად  რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმა სახელდება. მეწყერის შედეგად სოფელ დოლოგანში მთის მასა ჩამოიშალა, რამაც მთლიანად გადაკეტა მდინარე ბზანა.


დაგუბებულმა  წყალმა  მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს დატბორვის საფრთხე შეუქმნა, რის გამოც  7 მოსახლე დროებით მეზობლებთან  გახიზნეს.


შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საგზაო დეპარტამენტის სპეციალური ბრიგადები, რომლებმაც მდინარის კალაპოტის გახსნა რამდენიმე საათში მოახერხეს, შესაბამისად გახიზნული მოსახლეობა ოჯახებს დაუბრუნდა.


ადგილობრივები მეწყრული პროცესების განვითარებას ინერტული მასალების გადამმუშავებელ საწარმოს აბრალებენ, რომელიც დოლოგანში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს.
სტიქიის ზონაში, გვიან ღამით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც იმყოფებოდა, რომელიც მოსახლეობას სიტუაციის შესწავლას და შესაბამის დახმარებას დაჰპირდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: