ჰანს ქრისტიან ანდერსენის პირველი ხელნაწერი ზღაპარი აღმოაჩინეს

ჰანს ქრისტიან ანდერსენის პირველი ხელნაწერი ზღაპარი აღმოაჩინეს

დანიაში გენიალური მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის უძველესი ხელნაწერი აღმოაჩინეს.


მეზღაპრის პირველი ნაწარმოების ხელნაწერი ქალაქ ოდენზის არქივში, ძველი ხელნაწერების გროვაში, ერთ-ერთმა ისტორიკოსმა აღმოაჩინა.


ბოლო ორი თვის განმავლობაში ხელნაწერს "ზეთის სანთელი" ექსპერტიზა უტარდებოდა. ექსპერტიზის შედეგად დამტკიცდა, რომ აღმოჩენილი ხელნაწერი ანდერსენის დღემდე უცნობი ზღაპარია. ზღაპარი სანთლის ისტორიას მოგვითხრობს.


ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰანს ქრისტიან ანდერსენმა ზღაპარი იმ დროს დაწერა, როცა ლათინურ სკოლაში სწავლობდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: