ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია

უამინდობის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა ნებადართული.

როგორც „ივერიონს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე გადაადგილება მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს ეკრძლება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დრომდე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უამინდობის გამო ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტილია.

ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია ასევე გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის  ჩაკეტილია.

ამ დროისთვის გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო ვერ ხორციელდება.

გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული ვაზიანი-გომბორის მონაკვეთზეც. კერძოდ, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის იკრძალება.

სხვა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების  გამოყენებით არის დასაშვები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: