მოსწავლეებისთვის საყმაწვილო კონსტიტუციის პრეზენტაცია გაიმართა

მოსწავლეებისთვის საყმაწვილო კონსტიტუციის პრეზენტაცია გაიმართა

ქვემო ქართლის რეგიონის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებისთვის საყმაწვილო კონსტიტუციის პრეზენტაცია გაიმართა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიება სამინისტროს მონაწილეობითა და კონსტიტუციონალიზმის კვლევის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

პრეზენტაციას ქვემო ქართლის რეგიონის ქ. გარდაბნის №3 საჯარო სკოლის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალისა და სოფელ ქესალოს საჯარო სკოლების IX - X კლასის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი გამოცემა „საყმაწვილო ილუსტრირებული საქართველოს კონსტიტუცია“ დარიგდა.

ღონისძიების მთავარი მიზანია ქვემო ქართლის რეგიონის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეების ცნობიერებისა და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: