"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელი პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად არ უნდა შეირჩეს!"

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელი პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად არ უნდა შეირჩეს!"

ამის თაობაზე "ივერიონს" ექსპერტმა კახა კახიშვილმა განუცხადა.


-ბოლო პერიოდში ქართულ მედისივრცეში ბევრი ცვლილება შეიმჩნევა. გუშინ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობა გია ჭანტურიამ დატოვა და უკვე გამოცხადდა ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე. ისმება კითხვა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს არხის ახალი გენერალურ დირექტორი?


პირდაპირ უნდა ითქვას, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ბოლო პერიოდში საერთოდ არ ასრულებდა თავის დანიშნულებას-იკვებებოდა მოსახლეობის ფულით და საზოგადოების დაკვეთას კი ოდნავადაც არ ითვალისწინებდა. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყოფილი ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა იყო. ეს პროცესები აუცილებლად უნდა დასრულებულიყო. ვიმედოვნებ, რომ დღეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი დირექტორი არ იქნება შერჩეული პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად. ჩვენ გვჭირდება გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ისეთი ადამიანი, რომელიც მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა ხელისუფლებისთვის და ოპოზციისთვისაც, ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების გარანტი იქნება.


რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურას, ამ ეტაპზე მისი დასახელებისთვის მზად არა ვარ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: