ქეთევან ციხელაშვილმა გერმანიაში შეხვედრები გამართა

ქეთევან ციხელაშვილმა გერმანიაში შეხვედრები გამართა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინში შეხვედრები გამართა.


რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილი ფედერალური კანცლერისა და ფედერალური საგარეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. გერმანულმა მხარემ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე ხაზი გაესვა კონფლიქტების მოგვარების და ნდობის აღდგენის მიმართულებით გერმანიის მონაწილეობის მნიშვნელობას.


ამასთან გერმანელმა პარტნიორებმა დაადასტურეს მხარდაჭერა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში საქართველოს ხელისუფლების კურსის მიმართ. მათ კონკრეტულ საკითხებში თანამშრომლობისთვის მზადყოფნაც გამოხატეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: