ანდერს რასმუსენი: რუსეთი ვერ გადაწყვეტს, შევა თუ არა საქართველო ნატოში

ანდერს რასმუსენი: რუსეთი ვერ გადაწყვეტს, შევა თუ არა საქართველო ნატოში

ნატო-ს გენერალურმა მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი  "ნოვაია გაზეტას"-თვის მიცემულ ინტერვიუში საქართველო-რუსეთის უერთიერთობაზე და საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე საუბრობს.


მისი თქმით, 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.


"რუსეთი ვერ გადაწყვეტს, შევა თუ არა გარკვეულ ეტაპზე საქართველო ნატო-ში. ამას ნატო და საქართველო გადაწყვეტენ. ჩვენ შევქმენით ნატო-საქართველოს კომისია, რომელშიც ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით. მომავალში მან შესაძლოა, დააკმაყოფილოს ნატო-ს კრიტერიუმები", - აცხადებს რასმუსენი.


ბუნებრივია ჩნდევა კითხვა, რამდენად შესაძლებელია საქართველოს ალიანსში გაწევრიანება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე და ამ პროცესს დააბრკოლებს თუ არა რუსეთის მიერ აღნიშნული ტერიტორიების აღიარება და სამხედრო ნაწილის ყოფნა.


ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი არაღიარების პოლიტიკას ატარებს და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. რასმუსენის განცხადებით, ნატო წუხილს გამოთქვამს, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ეს საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება. მისი განმარტებით, ნატო  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას ითხოვს.


"რა თქმა უნდა, დაუშვებელი იქნებოდა, რუსეთისთვის ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით ფაქტობრივი ვეტოს უფლება მიგვეცა", - აღნიშნა რასმუსენმა.


რასმუსენი მიიჩნევს, რომ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. თუმცა,  მისივე თქმით, მიმღები ქვეყნის თანხმობა შეიარაღებაზე კონტროლის სქემის განუყოფელი ნაწილია.


"ნათელია, რომ ამ შემთხვევაში არ არის მიმღები მხარის თანხმობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღების ყოფნაზე, რადგან ორივე ეს ტერიტორია საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოს ნაწილია. ეს სერიოზული დაბრკოლებაა. ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რასთან დაკავშირებითაც რუსეთთან მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს", - აღნიშნა რასმუსენმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: