პატრიარქს ახალი ხელისუფლება აღარ უსმენს!

პატრიარქს ახალი ხელისუფლება აღარ უსმენს!

ეს ინფორმაცია "ივერიონს" საპატრიარქოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც უხერხულობის გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა.


კულუარული ინფორმაციით, "ნაციონალების" ზეობის პერიოდში – მთელი 9 წლის მანძილზე საპატრიარქოში მოსმენების პრაქტიკა თურმე მაღალ დონეზე ყოფილა ორგანიზებული.


"თითქმის ყველა ოთახში კამერები იყო ჩამონტაჟებული. "ნაციონალებს" ინფორმატორები საპატრიარქოს თანამშრომლებშიც ჰყავდათ ჩანერგილი. მახსოვს, ერთხელ სამუშაო ოთახიდან გამოვედი და მესმის, რაციით ერთმანეთს გადასცემენ: "X გამოვიდა თავისი ოთახიდან". ერთი სიტყვით, ყველა და ყვალაფერი დღემდე ტოტალური კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული, სუნთქვაც კი გვიჭირდა".


წყარო გვიყვება, რომ ერთ კვირაზე მეტია საპატრიარქოზე ტოტა;ლური კონტროლი მოიხსნა. უკვე რაციით შეიარაღებული ადამიანები აღარ დადიან. თანამშრომლებიც თავისუფლად ესაუბრებიან ერთმანეთს.


აქვე პატრიარქის სიტყვები გვახსენდება, საქართველოში ლამის ანეკდოტად რომ იქცა: თურმე პატრიარქს მობილური ტელეფონი აჩუქეს და უთხრეს, - ეს ტელეფონი არ ისმინებაო. მის უწმინდესობას უბრძანებია, - რად მინდა მე ისეთი ტელეფონი, რომელიც არ ისმინება, მე ისეთი ტელეფონი მინდა, რომ მოისმინონ, მაგრამ დამიჯერონო.


როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება პატრიარქის სატელეფონო საუბრებს არ მიაყურადებს, მაგრამ, მისი უწმინდესობის თქმისა არ იყოს, კარგი იქნება, თუ მის რჩევა-დარიგებებს მოისმენს და დაუჯერებს!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: