გორის საავადმყოფოში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

გორის საავადმყოფოში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

ბავშვის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ 10 თვის დავით გოგინაშვილი სოფელ ქერედან გორის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ბავშვს მხოლოდ ყელის სიწითლე აღენიშნებოდა.

 

მათივე განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა საავადმყოფოში მოთავსებიდან რამდენიმე საათში თანდათან უფრო დამძიმდა, რის შემდეგ ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილი ბავშვის მშობლები აცხადებენ, რომ პატარას წვეთოვანი გადასხმა და კუნთში ინექცია გაუკეთეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბავშვი არასწორი დანიშნულების შედეგად გარდაიცვალა.

 

ბავშვთა საავადმყოფო "იავნანას" დირექტორის მერაბ ზორელაშვილის განცხადებით, მომხდარის გამო გამოძიება მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რეანიმაციის ექიმი  უმკაცრესად დაისჯება.

 

თავის მხრივ, რეანიმაციის ექიმი მარინა ჯაფარიძე ბავშვის მშობლების ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ჩატარებულ მკურნალობას ბავშვის სიკვდილი არ გამოუწვევია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: