დავტოვოთ ბარემ პარლამენტი ქუთაისში

დავტოვოთ ბარემ პარლამენტი ქუთაისში

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობის დასუფთავებას და მის შენახვას ეხება. საქართველოს  პარლამენტის შენახვა ქუთაისში ერთი წლის მანძილზე 20 000 ლარით ნაკლები დაჯდება, ვიდრე თბილისში.

 

,,ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, როგორც საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე ერთ-ერთ ზედამხედველ პირს, არსებული კომუნალური დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ქვითრებისა და სხვა აქტების ანალიზის საფუძველზე, სურვილი გვაქვს დავაზუსტოთ გარკვეული ინფორმაცია.

 

საქართველოს პარლამენტის (ძირითადი და აპარატის) შენობები ე.წ. ენერგოეფექტური შენობებია და მათი კომუნალური ხარჯები წლიურად 450 ათას ლარს ვერ გადააჭარბებს. დარჩენილი სამუშაოების (იგულისხმება ეზოს კეთილმოწყობა და განათება) დასრულების შემდეგაც კი, თბილისში არსებულ პარლამენტის ყოფილი შენობის ანალოგიური ხარჯებზე ბევრად ნაკლები იქნება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: