ილია მეორე ბარაკ ობამას და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

ილია მეორე ბარაკ ობამას და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. "თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ გულითად თანაგრძნობას ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის.

 

 

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვალებულთა ახლობლებს და მთელ ამერიკელ ხალხს", - ნათქვამია სამძiმრის წერილში.

 

ამერიკის შტატ კონეკტიკუტის ქალაქ ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ 27 ადამიანი მოკლა. გარდაცვლილია თავად ადამ ლანცაც, რომელმაც, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. სკოლაში სროლის დროს 600 ბავშვი იმყოფებოდა. უსაფრთხოების მიზნით, ქალაქის სხვა სკოლებში სწავლა შეწყვეტილია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: