ქართული გემების "შავი სიიდან“ ამოღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ქართული გემების "შავი სიიდან“ ამოღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების "შავი სიიდან" ამოღების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. "ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული იმისთვის, რომ ამ მხრივ წინსვლა მოხდეს და ლოგიკური განვითარება იქნება ის, რომ შავი სიიდან ამოღებული იყოს ჩვენი დროშის ქვეშ მცურავი გემები", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

2010 წელს ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ საქართველოს სერტიფიკატები შავ სიაში შეიყვანა, რის გამოც ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქართველი მეზღვაურები სამუშაოდ არ აჰყავთ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: