აჭარაში პროსტიტუციის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

აჭარაში პროსტიტუციის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს: საქართველოს მოქალაქეები - ნანა მ. და ინგა ბ. და თურქეთის მოქალაქეები - ჰუსეინ ი. ომერ ქ. და ჯესურ მ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირებს გინიოსა და ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ნაქირავები ჰქონდათ სასტუმროები და ორგანიზებას უწევდნენ პროსტიტუციის ბუნაგების მოწყობას.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დაკავებულები აღიარებენ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: