გომბორის უღლტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია

გომბორის უღლტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია

უხვი ნალექისა და ყინვების გამო გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვებია დაწესებული. საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

 

მოყინულია გზები თელავშიც. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტექნიკური მარილი ამ დრომდე არ დაყრილა, რამაც ავტომანქანების მიმოსვლა გაართულა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზურაბ ყურაშვილის განაცხადებით, ტექნიკური მარილის მოყრა ძალიან მალე დაიწყება და დღის მეორე ნახევარში ქალაქში მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: