ანდრონიკაშვილების სასახლეს დემონტაჟი ემუქრება

ანდრონიკაშვილების სასახლეს  დემონტაჟი ემუქრება

გურჯაანის სოფელ არაშენდაში მდებარე ანდრონიკაშვილების საგვარეულო  სასახლეს დანგრევის საფრთხე ემუქრება. დანგრევის  საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა,  რაც განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საჯრო სკოლების ტერიტორიაზე არსებული მოძველებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ  შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არ აღირიცხება, ადგილობრივები სასახლის დემონტაჯს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. არაშენდელები საკითხით დაინტერესებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სთხოვენ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: