რა სთხოვა პარტიარქმა ირაკლი ალასანიას

რა სთხოვა პარტიარქმა ირაკლი ალასანიას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავდაცვის მინისტრს ჯარში ინტელექტუალიზმის დამკვიდრების თხოვნით მიმართა.  თავდაცვის სამინისტროს პირველი და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებიც დღევანდელ წირვაზე იმყოფებოდნენ, უწმინდესმა წიგნების კითხვისკენ მოუწოდა და ურჩია, სწორედ წიგნი იყოს მათი უპირველესი თანამგზავრი.

 

"წიგნი გაგამდიდრებთ, მოგცემთ უნარს განსაჯოთ სად არის კეთილი და ბოროტი. მე მინდა ვთხოვო მინისტრს, რომელიც თვითონ ინტელექტუალურად და მეცნიერულად განვითარებულია, ეს ყოველივე ჯარში დანერგოს. ჯარი არა მხოლოდ ომისა და ბრძოლის მცოდნე უნდა იყოს, არამედ ინტელექტუალური და მოაზროვნე", - აღნიშნა უწმინდესმა.

 

პატრიარქმა ჯარისკაცებს მოუწოდა, იფიქრონ იმ დროზე, რომელსაც სამხედრო დაწესებულებაში ატარებენ, მათ რას ჰმატებს. "ადამიანმა უნდა მიიღოს სულიერი და მატერიალური საზრდო. სწორედ ამიტომ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი პირველი მეგობარი და თანამგზავრი უნდა იყოს არა რადიო, ტელევიზია ან ინტერნეტი, არამედ წიგნი", - მიმართა უწმინდესმა ჯარისკაცებს.

 

თავდაცვის სამინისტროს პირველი და მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღევანდელ წირვას ესწრებოდნენ, პატრიარქის სახელით საჩუქრად ტკბილეულიც გადაეცათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: