ვიაჩესლავ ჩირიკბა: საქართველოს "ტერიტორიული მთლიანობის" აღდგენაზე საუბარი მოძველებულია

ვიაჩესლავ ჩირიკბა: საქართველოს "ტერიტორიული მთლიანობის" აღდგენაზე საუბარი მოძველებულია

"ქართველებმა უნდა შეიგნონ, რომ მოვიდა დრო ახალი პოლიტიკური რეალობების აღიარებისა და ისიც, რომ ძველმა მიდგომებმა ჩვენი ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა", - ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

ქართულ დელეგაციაზე საუბრისას ჩირიკბა აცხადებს, რომ მათი რეაქცია რუსეთის წინადადებაზე უკიდურესად ემოციური და ნეგატიური იყო. 

"უკიდურესად ნეგატიურად და ემოციურად მოახდინეს რეაქცია ქართველმა წარმომადგენლებმა რუსული მხარის მიერ წარმოდგენლ პროექტზე, რომელიც მოლაპარაკებების მონაწილე ყველა მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეხებოდა", - აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ ყოველივე ამან ჟენევის მოლაპარაკებათა 22-ე რაუნდის, ფაქტობრივად, დროზე ადრე შეწყვეტა გამოიწვია და "დღის წესრიგში შეტანილი მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განხილვის გარეშე დარჩა".

ჩირიკბა ასევე აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობის დამყარებისთვის საჭიროა უარი ითქვას "ტერიტორიული მთლიანობის" მსგავს მოძველებულ მიდგომებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავითარი პრობლემა არ გადაწყდება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი 23-ე რაუნდი 2013 წლის მარტის ბოლოს არის დაგეგმილი. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: