ჰილარი კლინტონი ვირუსული ინფექციით დაავადდა

ჰილარი კლინტონი ვირუსული ინფექციით დაავადდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას  სახელმწიფო მდივნის პრესსამსახური ავრცელებს. გასულ კვირას ჰილარი კლინტონმა ევროპული ტურნე ვირუსული ინფექციის გამო გადადო. ავადმყოფობის გამო ჰილარი კლინტონს დეჰიდრატაცია დაემართა და დასუსტდა. შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონი  სახელმწიფო მდივნის პოსტს 2013 წლის იანვრის ბოლოს დატოვებს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: