რუსი ოპოზიციონერები გაათავისუფლეს

რუსი ოპოზიციონერები გაათავისუფლეს

მოსკოვის პოლიციის ცნობით, ოპოზიციის ლიდერები სერგეი უდალცოვი, ალექსეი ნავალნი და ქსენია სობჩაკი, რამდენიმე საათის წინ ბრალდების წაუყენებლად გამოუშვეს. 

 

მოსკოვში პოლიციამ შაბათს ათობით დემონსტრანტი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები  სანქციის გარეშე გამართული მიტინგის დაშლისას დააკავა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპროტესტო აქციალუბიანკის მოედანზე, უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბ-ბინასთან  გაიმართა. პოლიციამ დააკავა სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული სანქცირებული მიტინგის მონაწილეების ნაწილიც - 26 ადამიანი. 

 

პოლიციის მონაცემებით, მოსკოვში 700-მდე ადამიანი შეიკრიბა მერიის ნებართვის გარეშე ჩატარებულ აქციაზე. ხოლო დამოუკიდებელი წყაროები 2000-მდე დემონსტრანტზე იუწყებიან. 

 

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის გასაპროტესტებელი დემონსტრაციები გაიმართა რამდენიმე სხვა ქალაქშიც, მათ შორის ეკატერინგბურგში, სამარაში, პერმში. ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის განცხადებით, ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო 16 დეკემბერს შეიკრიბება შემდეგ ნაბიჯებზე მოსალაპარაკებლად.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: