შურისძიება უკრაინულად!

შურისძიება უკრაინულად!

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მოსამართლე და მისი ოჯახის სამი წევრი  მოკლეს.

 

"ინტერფაქსის" ცნობით, ოთხივე გარდაცვლილს თავი აქვს მოკვეთილი.

 

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საოლქო სასამართლოს მოსამართლის, მისი მეუღლის, 20 წლის ვაჟიშვილისა და რძლის გვამები შაბათს მოსამართლის კუთვნილ ბინაში იპოვეს. 

 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარკოვის რეგიონული დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, მკვლელობები, როგორც ჩანს, შაბათს დილით მოხდა. 

 

გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ სასტიკი მკვლელობის მიზეზი მოსამართლის საქმიანობას უკავშირდეს. ცნობებში ჯერ მოსამართლის ვინაობას არ ასახელებენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: