თოვლი და ყინვა გვიტევს!

თოვლი და ყინვა გვიტევს!

სინოპტიკოსების პროგნოზით,  აღმოსავლეთ საქართველოში 10 გრადუსი, ხოლო დედაქალაქში 5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში თოვა კვლავ გაგრძელდება.

 

მოთოვს დედაქალაქშიც, ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი. სპეციალისტების ვარაუდით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს. რაც შეეხება ქვეყნის ავტომაგისტრალებზე არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის შეფერხებებია ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთებზე. აქ მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. იგივე ვითარებაა გუდაური-კობის გზის მონაკვეთებზეც. თოვლის გამო შეფერხებულია მოძრაობა გომბორსა და ნატახტარზეც. რიკოთზე მოძრაობა თავისუფალია და ავტომობილები შეუზღუდავად გადაადგილდებიან. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: