გირაო პატიმრობის სანაცვლოდ

გირაო პატიმრობის სანაცვლოდ

სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ზვიად ობოლაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

 

დაცვის მხარე 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ზვიად ობოლაძეს თავდებში სასულიერო პირები ჩაუდგნენ. გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა. გამოძიება ობოლაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, მან მოქალაქე მაია ახობაძეს ცეცხლსასროლი იარაღის ტარი განზრახ ჩაარტყა სახეში. 

 

ზვიად ობოლაძის შემდგომი სასამართლო პროცესი  5 თებერვალს გაიმართება. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: