გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

თოვლისა და ლიპყინულის გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის  გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავდამცავი გვირაბების გავლითაა ნებადართული.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით ხორციელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: