რუსთავის მე-16 დაწესებულებაში „საგანძური“ გაიხსნა

რუსთავის მე-16 დაწესებულებაში „საგანძური“ გაიხსნა

რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფოტოგამოფენა „საგანძურის“ პრეზენტაცია  გაიმართა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ნაწილია „საგანძურის“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის პროექტისა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

პროექტის ფარგლებში, ფოტოგამოფენამ მცხეთაში, სტეფანწმინდაში, სიღნაღში, თელავში, წინანდალში, ყვარელსა და გურჯაანში უკვე იმოგზაურა.

ექსპოზიციის მოწყობის პარალელურად, მოეწყო შემეცნებითი პროგრამა,  მიმოხილვითი ექსკურსიები, თემატური შეხვედრები, ამასთან ადგილობრივი სკოლებიდან მოსწავლეთა ორგანიზებული ჯგუფების მიღება გაიმართა.

ამჯერად, „საგანძური“ და მისი თანმდევი შემეცნებითი პროგრამა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის გაიმართება.

ექსპოზიციის დათვალიერება და მიმოხილვით ექსკურსიაზე დასწრება ყველა მსურველისთვისაა შესაძლებელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: