გია ნოდია: პრეზიდენტს აქვს რეალური უფლება, შეცვალოს პრემიერი!

გია ნოდია: პრეზიდენტს აქვს რეალური უფლება, შეცვალოს პრემიერი!

NDI-ს კვლევებს არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ ეტაპზეც  ნდობას უცხადებს ექსპერტი გია ნოდია.


ამის შესახებ მან „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.


მისი განმარტებით, უამრავი კომფორმისტია, რომლებიც ბრმად უჭერს მხარს უმრავლესობას.  არის ახალი და გადაჭარბებული იმედები დაპირებების შესრულების თვალსაზრისით და ამის გასაქარწყლებლად საზოგადოებას დრო სჭირდება.


ესპერტის თქმით,  „ქართულმა ოცნებამ“  ფაქტია, რომ ამ თვენახევრის მანძილზე ვერ აჩვენა  დემოკრატიული კურსი. აგრეთვე ექსპერტმა აქცენტი გააკეთა  რუსეთ - საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით და არსებული მეთოდი დაგმო.


„რუსეთი ამბობს, რომ ჩვენ ვაღიარებთ ახალ რეალობებს, რომლის მიხედვითაც პრეტენზიას აღარ ვაცხადებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე“, - ამბობს ნოდია.


 რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის შეხვედრას რუს კოლეგასთან.  „შესაბამისად, არც აბაშიძეს წამოუწევია წინა პლანზე არსებული ტერიტორიული პრობლემა. რუსეთის ბაზარზე ჩვენი დაბრუნებით კი, ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ქართული სოფლის მეურნეობა აღორძინდება, ეს მოლოდინიც გადაჭარბებულია“, - განაცხადა ექსპერტმა.


როგორც გია ნოდიამ განაცხადა, აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს საქართველოს სწორი საგარეო სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბოლოოდ ვკარგავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს.  რაც შეეხება პუტინის კონცეფციებს,  ყველასთვის ცხადია, მას სურს იყოს დომინანტი პოსტსაბჭოთა სივრცეში და ფაქტობრივად, ამას ძალადობრივი მეთიდით ახერხებს. რუსეთისთვის მიუღებელია საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსი“,- განმარტავს იგი.


ექსპერტის თქმით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის რეალური შანსი აღარ არსებობს. „6 თვე ძალიან ცოტა დროა  საამისოდ, თუმცაღა სააკაშვილს აქვს რეალური უფლება, შეცვალოს პრემიერიც თუ ამის საკმარისი საფუძველი იქნება“, _ აცხადებს გია ნოდია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: