ბიძოეთი მთაწმინდის გზაზე _ ხურდის გადაგდებით მილიონერი გახდები!

ბიძოეთი მთაწმინდის გზაზე _ ხურდის გადაგდებით მილიონერი გახდები!

უკვე დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის მილიარდებზე ლეგენდები დადის. ამას კიდევ ერთი საინტერესო ლეგენდა ემატება _ "როგორ გავხდეთ მილიონერი?!"


პარლამენტის დეპუტატი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერთ საინტერესო ისტორიას ჰყვება: "ვაა, მაგარ ამბავს შევესწარი.  მთაწმინდისკენ მივდიოდი ტაქსით. ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ტაქსისტმა საფერფლიდან ხურდა ამოიღო და ფანჯრიდან გადააგდო. რას აკეთებ-მეთქი?! - ვკითხე.


მიპასუხა: _ თუ გინდა, რომ შენმა შვილმა მილიარდი იშოვოს, აქ ხურდა უნდა გადააგდო!


უკან ჩამოვლაზე მეც გადავაგდე ხურდა და მაგრად გაუსწორდა.


უნდა ვაღიარო, რომ მეც გამისწორდა. ვიგრძენი, რომ ტაქსში რაღაცნაირმა სიმშვიდემ და ოპტიმიზმმა დაისადგურა.


მაგარი ამბავი კი ისაა, რომ იგოეთის მაგივრად ბიძოეთი გაგვეჩითა, ხურდების გადაყრის ამბავში. გინდათ, რომ თქვენმა შვილმა მილიარდი იშოვოს?!"


მთავარია, ერთ-ერთი ხურდის გადამგდები ადამიანის შვილი მართლაც მილიონერი გახდეს, რომ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან რიგი დადგება.


ისე, იმდენ ადამიანს აქვს იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ბიუჯეტიდან ფულს გვაჩუქებს, რომ გამორიცხული არ არის, ბიზნესცენტრთან ხურდის მთები მართლაც დადგეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: