ჩუმათელეთი–ვერტყვიჭალის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ჩუმათელეთი–ვერტყვიჭალის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, აღნიშნული გზის ჩუმათელეთი-ვერტყვიჭალის მონაკვეთზე, სადაც დღეს გადაადგილება შეზღუდული იყო, მოძრაობა აღდგა.

დანაჩენ მონაკვეთებზე კი, გადაადგილებაზე დღეისთვის დაწესებული რეჟიმი ძალაში რჩება.

კერძოდ, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფაწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–(ფოსტა)კობის; ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 36–46 კმ-ზე (ვერონა–კობაძეები); ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 37–56 კმ-ზე (ტყიბული–ნიკორწმინდა) და ფონიჭალა–მარნეული–გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 76–97 კმ-ზე სამი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.

გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: