ავტომაგისტრალებზე განათების მოწყობა გაგრძელდება

ავტომაგისტრალებზე  განათების  მოწყობა გაგრძელდება

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულებულ მონაკვეთებზე მაღალტექნოლოგიური, ეკონომიური მაჩვენებლების მქონე განათების სისტემები მოეწყობა.


ქვეყნის მასშტაბით, ავტომაგისტრალების, ხიდებისა და გვირაბების განათების მონტაჟსა და მათ ექსპლოატაციას კვალიფიციური სპეციალისტები მოემსახურებიან.


აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად, დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი ორდღიანი ვიზიტით ქალაქ მიუნხენში გაემგზავრნენ.


ვიზიტის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მსოფლიოს წამყვანი ბრენდის - “ოსრამის” განათების სისტემების საწარმოში, ადგილზე შეისწავლეს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მაჩვენებლების, მათი მონტაჟისა და ექსპლოატაციის სპეციფიკის საკითხები.


ასევე, მხარეები შეთანხმდნენ ქართველი სპეციალისტების “ოსრამის” ბაზაზე გადამზადებისა და შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტებისათვის სასწავლო კურსების ორგანიზების საკითხებზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: