დევნილებს წითელი ჯვარი დაეხმარება

დევნილებს წითელი ჯვარი დაეხმარება

დღეს 15 საათზე გორში  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალი ჰუმანიტარულ დახმარების  აქციის ფარგლებში, 17 დეკემებრს გორში ყოფილი საბავშვო ბაღის ხანძრის შედეგად დაზარალებულ დევნილებს დაემხარება.


ხანძრის შედეგად დაზარალებულ დევნილთა 19 ოჯახს თბილ პლედებს, ჰიგიენურ ამანათებსა და თბილ  ტანსაცმელს გადსცემს.


საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას  საქართველოს წითელი ჯვრის სათაო ოფისის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე მიიღებს.


დახმარების გადაცემა მოხდება სწჯს-ის გორის ფილიალის ოფისში მისამართზე: ქ. გორი, ბარნოვის 9ა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: