ნანა დევდარიანი: მიშა დააფინანსებს იმას, ვინც მისი რუპორი იქნება!

ნანა დევდარიანი:  მიშა დააფინანსებს იმას, ვინც მისი რუპორი იქნება!

პრეზიდენტის მიერ მედიასაშუალებების ერთი მილიონი ლარით დაფინანსებასა და „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით „ივერიონმა“ კომენტარი ყოფილ სახალხო დამცველს, ანალიტიკოსს ნანა დევდარიანს სთხოვა.


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი მედიის დაფინანსებით არის დაინტერესებული, მას  მთელი ცხრა წელიწადი არ გახსენებია მედიადამოუკიდებლობა. მართვის სადავეები „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა და  მხოლოდ მას ასხამდნენ ხოტბას! მიმდინარე პროცესები გამჭვირვალეა და განხილვას არ საჭიროებს, ფაქტია, თუ რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ეხლა და არა აქამდე ,- ამბობს დევდარიანი „ივერიონის“ კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანია „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე ცვლილებები, დევდარიანი თვლის, რომ  ჭანტურიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მისასალმებელი იქნება თუ ბორდის დანარჩენი წევრებიც გადადგებიან, რათა ახალ ხელისუფლებას მიეცეს მისი დაკომპლექტების საშუალება. 


„ყველას გვახსოვს რა ძალადობაც ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას და ეხლა რომ პოლიტკორექტულობის შეგრძნება გაუჩნდათ სასაცილოა.  აქამდე ყველაფერი უკუღმა კეთდებოდა!


რაც შეეხება ერთი მილიონით მედიის დაფინანსებას,  მიშა დააფინანსებს იმას ვინც იქნება მისი რუპორი! სააკაშვილს სურს თავისიანები გაამაგროს ფინანსურად.  ჩვენ ვიცით ყველა „ნაცმოძრაობის“  იდეის აპოლოგეტი, დაწყებული ჩერგოლეიშვილით, კახა ბენდუქიძით და დამთავრებული გია ნოდიათი“, - განმარტავს ნანა დევდარიანი.


მისივე თქმით, ვის დაეხმარება პრეზიდენტი თუ არა პირად  მედიას. უმცირესობა ამ გზით ცდილობს შეინარჩუნოს გავლენის სფეროები. მედიის საშუალებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და იგივე მეთოდით ცდილობენ გაგრძელებას.


ია ადეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: