რას აიძულებდნენ მოსამართლის თანაშემწეს?

რას აიძულებდნენ მოსამართლის თანაშემწეს?

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერმა“ ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის შინაარსს „ივერიონი“ გთავაზობთ:


ადამიანი, რომლის სახელი და გვარი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თავის ახსნა-განმარტებაში დეტალურად ჰყვება, როგორ ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურის წარმომადგენელი მის გადაბირებას და აიძულებდა მათთან თანამშრომლობას. ახსნა-განმარტებებიდან ცნობილი ხდება, რომ სპეცსამსახურის წარმომადგენელთან მისი ურთიერთობა 15 დეკემბერს დაიწყო და აქვე ის მიუთითებს ზეწოლის მექანიზმებზე, რითაც აიძულებდნენ თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერას. მას გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ და პირადი ცხოვრების ზოგიერთი ფაქტის გასაჯაროებით ემუქრებოდნენ. ამავე წერილში ის მიუთითებს, რის გაკეთებას აიძულებდნენ მას.


ახსნა-განმარტებაში წერია: „მან დააკონკრეტა, რომ აინტერესებდა სასამართლოს ახალი თავმჯდომარის პიროვნება. მის მიერ მიღებული ყველაზე გახმაურებული  გადაწყვეტილება, სისუსტეები და არაკორპორაციული ტელეფონი. გარდა ამისა, დაინტერესდა მოსამართლეთა კაბინეტების დაცვის მექანიზმებით; აქვს თუ არა მოსამართლეს მოსასვენებელი ოთახი; არის თუ არა აღჭურვილი მოსასმენი აპარატურის დამაფიქსირებელი რაიმე ელექტრონული მოწყობილობებით. ასევე დაინტერესდა მანდატურების როლით მოსამართლეთა კაბინეტების დაცვის საკითხში. მათ ოთახებთან ვიდეოკამერების არსებობით“.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: