გოკა გაბაშვილი: ნიკა გვარამიას დაკავება უპრეცედენტო შემთხვევაა

გოკა გაბაშვილი: ნიკა გვარამიას დაკავება უპრეცედენტო შემთხვევაა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გოკა გაბაშვილმა ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


„არ ვიცი, დღევანდელი დღე რატომ აარჩია ივანიშვილმა ყველა მიმართულებით დემოკრატიულ ინტიტუტებთან შეტევისთვის. დღეს ერთდროულად ხდება ზეწოლა სასამართლოზეც. ასევე პირდაპირი ფიზიკური ზეწოლის მცდელობა ჰქონდათ ოპოზიციის წინააღმდეგაც. დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო შემთხვევაა. როგორც ჩანს, ვიღაცას პროცესების მართვა არ სურს ან მართავს იმგვარად, რაც არ გამოიღებს კარგ შედეგებს ქვეყანაში“, - განაცხადა გაბაშვილმა.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: