„ხელისუფლებამ გამოაცხადა ბრძოლა წესების გარეშე"

„ხელისუფლებამ გამოაცხადა ბრძოლა წესების გარეშე"

საპარლამენტო უმცირესობამ საპარლამენტო საქმიანობა შეაჩერა და თბილისში ბრუნდება.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატთა ნაწილმა პარლამენტის შენობა უკვე დატოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მათ განაცხადეს, რომ ქვეყანაში დღეს რამდენიმე ისეთი მოვლენა მოხდა, რომელიც ახალი პოლიტიკური რეალობის დაწყებაზე მიუთითებს.


"ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ფორმით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვაზე დაბარება, მოგვიანებით ქუთაისში პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართული აქცია და ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის დაპატიმრება გააპროტესტა.


"ქვეყანა მიადგა ზღვარს, როცა მთავრდება დემოკრატია და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების პოლიტიკური დევნა და განადგურება იწყება. ხელისუფლებამ გამოაცხადა ბრძოლა წესების გარეშე", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".


"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მათ საპარლამენტო დემოკრატიის ფასადური იერსახე არ უნდა შექმნან და მიზანშეწონილია, თუკი პარლამენტში საქმიანობას შეაჩერებენ. მათივე განმარტებით, უმცირესობის შემადგენლობაში გაგრძელდება მსჯელობა, თუ რა ფორმითა და მეთოდებით გააგრძელებენ ხვალიდან პოლიტიკურ საქმიანობას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: