ამერიკელი მოხალისეები საქართველოს ეროვნულ პარკებში

ამერიკელი მოხალისეები საქართველოს ეროვნულ პარკებში

დაცული ტერიტორიების სააგენტომ და მშვიდობის კორპუსმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი  მოიცავს მოკლევადაინი მხარდაჭერის პროგრამის  ფარგლებში  მშვიდობის კორპუსის  გამოცდილი მოხალისეების შერჩევას, ზედამხედველობას და მხარდაჭერას. დაცული ტერიტორიების სააგენტოს სხვადსხვა პროექტებში ჩართვას და მონაწილეობას.


მოხალისეები შერჩეულები იქნებიან შესაბამის სამუშაო აღწერაში მითითებული კვალიფიკაციით,  უნარჩვევებით და მშვიდობის კორპუსის წარმატებული მოხალისის

სტატუსით.


მოხალისეები დაეხმარებიან ეროვნულ პარკებში საქმეების წარმოებას სხვადასხვა მიმართულებებში და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ეროვნული პარკის თანამშრომლებს.
სამომავლოდ, ურთიერთანამშრომლობა მშვიდობის კორპუსთან დაეხმარება დაცული ტერიტორიების სააგენტოს სხვადსხვა პროექტების განვითარებასა და წინსვლაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: