ლევან ბერძენიშვილი: ნიკა გვარამიას დაპატიმრება სიამოვნებას არ მანიჭებს

ლევან ბერძენიშვილი: ნიკა გვარამიას დაპატიმრება სიამოვნებას არ მანიჭებს

გუშინ საღამოს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს. ამ ფაქტს სხვადასხვგვარი ინტერპრეტაციები მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდანაც.


"ივერიონთან" საუაბარში კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენიშვილი, მაღალჩინოსნების დაკავებას აფასებს:


"სანამ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს, ისინი უდანაშაულოებად ითვლებიან. მე ნამდვილად არ მიხარია, არც ერთი მათგანის დაკავება, განსაკუთრებით ნიკა გვარამიას დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია იყო მთავარი ავტორი ჩემ წინააღმდეგ გაკეთებული დოკუმენტური ფილმისა "ნოემბრიდან ნოემბრამდე", სადაც მე ჯაშუშობაში მედება ბრალი. ესეც კი არ მაძლევს მორალურ უფლებას, რომ მისი დაპატიმრებით სიამოვნება მივიღო. არანაირი შურისძიების სურვილი არ მიჩნდება, კარგად ვაცნობიერებ, რომ იმ ხელისუფლების პირობებში ჩვეულებრივი პაიკი იყო".


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საჯარო გახდა დაკავებულების სატელეფონო ჩანაჭერები. ამის შემდეგ, ოპოზიციაში დაიწყეს იმაზე  საუბარი, რომ ტოტალურად გვისმენენ.


"მათი სატელეფონო საუბრების მოსმენები სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა, კანონიერების სრული დაცვით. უკანონო მოსმენები შეწყევტილია და არც მომავალში არ უნდა განხორციელდეს",-აცხადებს ბერძენიშვილი.


ყოფილი განთლების მინისტრის და ამჟამინდელი "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის დაკავების ფაქტი საზოგადოების ნაწილის და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლად. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლერსობის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს:


"ვფიქრობ, რომ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა. ნიკა გვარამიას ბრალი ედება ჰესებთან დაკავშირებულ მაქინაციებში და აქ მედია არავითარ შუაშია. გვარამია ახლახანს დაინიშნა ტელეკომპანია "რუსთავი 2"ის ხელმძღვანელად"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: